ჩვენს შესახებ
Lampino ხელნაკეთი სანათების ბრენდია რომლის სახელითაც მე, ქეთი ნოზაძე ვქმნი სანათის არქიტექტურულ მოდელებს.
ლამპინო ჩემი თავის გამოხატულებაა, თითოეულ ნამუშევარში ჩანს ჩემი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის კულტურის, ისტორიის და ხელოვნების მიმართ. გადმომაქვს ის რაც ღირებულად მიმაჩნია და ვფიქრობ ეს ემოცია იმდენად ნამდვილი და ბუნებრივია რომ ყოველ მათგანში აგრძელებს გზას და გადამდები ხდება.